ოფიციალურად | ითამაშებს თუ არა ლიონელ მესი ბაიერნის წინააღმდეგ? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | ითამაშებს თუ არა ლიონელ მესი ბაიერნის წინააღმდეგ?

ოფიციალურად | ითამაშებს თუ არა ლიონელ მესი ბაიერნის წინააღმდეგ?
10-02-2023, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნემა, კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგაში პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრას დანამდვილებით გამართავს.

როგორც იწერებოდა, თითქოს არგენტინელმა თასზე მარსელთან დაზიანება მიიღო, რის გამოც მისი ბაიერნთან თამაში საეჭვო იყო, თუმცა "ლა პულგას" ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა და მისი თამაშის რეალურობას საფრთხე არ ემუქრება.

"მესი გადაღლილი იყო და მონაკოსთან ვერ დაგვეხმარება, თუმცა ვარჯიშს ბაიერნთან მატჩამდე განაახლებს და მიუნხენურ კლუბთან 100%-ით დაგვეხმარება." - კრისტოფ გალტიე

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გალტიემ კილიან მბაპეზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფრანგი ფორვარდი მინდორს 3 კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. შესაბამისად, მბაპე პსჟ-ს ბაიერნთან დანამდვილებით დააკლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.