მოგეხსენებათ, რომ ტურინის “იუვენტუსის”წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. “ბიანკონერის” 15 ქულა უკვე დააკლეს. რამდენიმე დღის წინ აღნიშნული საქმის პროკურორთაგან ერთ-ერთის, ჩირო სანტორიელოს 2019 წლის ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც იგი შემდეგ სიტყვებს ამბობს:
“როგორც ადამიანი, ნაპოლისგულშემატკივარი ვარ, ხოლო როგორც პროკურორი ანტი-იუვენტინო.”
იტალიაში გამოძიება უამრავი კლუბის მიმართ დაიწყო. საქმე ეხება ფინანსურ მაქინაციებს - კაპიტალის ხელოვნურად გაზრდის თემას. სხვათაშორის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სერია A-ს ამჟამინდელი ლიდერი “ნაპოლიცაა.”