"შესაძლოა 15 ქულა სერია A-ში ნაპოლისაც დააკლონ" | Spazionapoli » სპორტის ხაზი

"შესაძლოა 15 ქულა სერია A-ში ნაპოლისაც დააკლონ" | Spazionapoli

"შესაძლოა 15 ქულა სერია A-ში ნაპოლისაც დააკლონ" | Spazionapoli
22-01-2023, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ტურინის იუვენტუსს სერია A-ში 15 ქულა კაპიტალის არაკანონიერი გზით მიღებისა და ფულის გათეთრების გამო დააკლეს.

როგორც Spazionapoli წერს, შესაძლოა, იუვენტუსი არ იყოს ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელსაც მსგავსი სანქცია დაუწესდება. ამავე წყაროს ცნობით, ანალოგიური საფრთხის ქვეშ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიც იმყოფება:

"ფულის გათეთრების საკითხი, რომელიც იუვენტუსს ყველაზე მძიმედ შეეხო, რეალურად მთელ იტალიის ჩემპიონატს მოედო. ამ ეტაპზე იუვენტუსმა ფედერალური პროკურორის გამოძიების შემდეგ ყველაზე მეტი გადაიხადა, თუმცა არსებობს შანსი, რომ ტურინელთა გზა სხვებმაც, მათ შორის ნაპოლიმაც გაიზიაროს."

"ფედერალური პროკურორი, ჯუზეპე ჩინე უახლოეს დღეებში ნეაპოლის პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, რომ ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის აღრიცხვის დოკუმენტები მიაწოდონ. საქმე ნეაპოლური კლუბის ნიგერიელ ფორვარდს, ვიქტორ ოსიმენს შეეხება, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ კლუბმა ის ყალბი აღრიცხვებით გაიფორმა."
- წერს იტალიური გამოცემა.

როგორც ჩანს, სერია A-ში სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს და არ გამოვრიცხოთ, რომ იუვენტუსისთვის დაწესებული სანქციები სხვა კლუბებსაც დაუწესდეთ, მათ შორის ნაპოლისაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი