ნაპოლიმ გაიბრწყინა | რა შეფასება დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას? » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ გაიბრწყინა | რა შეფასება დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას?

ნაპოლიმ გაიბრწყინა | რა შეფასება დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას?
5-02-2023, 17:23
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ ლუკა გოტის სპეცია გასვლით შეხვედრაში 0:3 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც სათამაშოდ 74 წუთი მიეცა. აღსანიშნავია, რომ ამ დროში ქართველმა თავი გოლითა და საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

გარდა შედეგიანი სტატისტიკისა, კვარა სპეციასთან არაერთი ლამაზი ეპიზოდით გამოირჩა. მარტივად რომ ვთქვათ, ხვიჩა იმას აკეთებდა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. რაც შეეხება შეფასებას, Sofascore-მ მას 8.8 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც მატჩის საუკეთესოობას ნიშნავს!

ცნობისთვის, ამ მოგებით ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 56 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 16 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი