Tuttonapoli: "კვარაცხელია ამით დონჩიჩს ძალიან ჰგავს" » სპორტის ხაზი

Tuttonapoli: "კვარაცხელია ამით დონჩიჩს ძალიან ჰგავს"

Tuttonapoli: "კვარაცხელია ამით დონჩიჩს ძალიან ჰგავს"
26-09-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttonapoli-ი ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ:

"მხოლოდ რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც პატარა და უცნობი ჩემპიონატიდან გადმოსულ ფეხბურთელს გუნდის ბედი რადიკალურად შეუცვლია. კვარაცხელიას თამაშის ყურებისას, გრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ერთ-ერთია, რომელსაც კლუბის ბედის შეცვლა შეუძლია. ისე, როგორც ეს ამერიკულ სპორტში ხდება.

ხვიჩა ლუკა დონჩიჩია, რომელიც დალასში გადავიდა და მავერიქსი ამბიციურ გუნდად აქცია. კვარაცხელიას აქვს რაღაც, რასაც სტატისტიკა ვერ ასახავს. მილანთან მატჩის ბედი სწორედ ქართველმა შეცვალა, იმისდა მიუხედავად, რომ მისი გვარი ტაბლოზე არც გამოჩენილა."


შეგახენებთ იმასაც, რომ ახლა ხვიჩა ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. სანიოლის შეგირდები დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გიბრალტარს შეხვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი