სპალეტი: "კონკურენტები ახლოს არ უნდა მოვუშვათ" » სპორტის ხაზი

სპალეტი: "კონკურენტები ახლოს არ უნდა მოვუშვათ"

სპალეტი: "კონკურენტები ახლოს არ უნდა მოვუშვათ"
4-02-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, სერია A-ს ტურში "ნაპოლი" "სპეციას" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ ლუჩიანო სპალეტიმ, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა:

"სპეციას მთავარი მიზანი ქულათა მოგროვებაა, რათა ჩემპიონატში დარჩნენ. ისინი ამას იმსახურებენ. მე კარგად ვიცი, როგორ უყვართ ფეხბურთი. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება და მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ.

თუ ყველაფერს გადავავლებთ თვალს, გასაკეთებელი ბევრი რამ გვაქვს. ბევრისთვის რომ გეკითხათ, ჩვენ ჩემპიონობაში ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ დღეს ვხედავთ, რაც ხდება. ვალდებულები ვართ, რომ შედეგზე ორიენტირებულები ვიყოთ, კონკურენტები ახლოს არ მოვუშვათ. აუცილებლად უნდა გავითავისოთ ის, რომ ფაქტებს ისტორიის დაწერა შეუძლიათ.

გულშემატკივართა როლი წარმატებაში დიდია. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი დანიშნულება გაგვაჩნია. ფეხბურთელი ცალი ყურით ქომაგების ხმას უსმენს, მეორით კი მწვრთნელის მითითებებს."

აქვე გეტყვით, რომ ხვალინდელი მატჩი საქართველოს დროით 15:30-ზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი