"კვარაცხელიას შეცვლის ხოლმე" | Calcionapoli კაორუ მიტომაზე წერს » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას შეცვლის ხოლმე" | Calcionapoli კაორუ მიტომაზე წერს

"კვარაცხელიას შეცვლის ხოლმე" | Calcionapoli კაორუ მიტომაზე წერს
31-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა ვებგვერდმა, Calcionapoli-მ დაწერა, რომ "პარტენოპეი" გუნდის სიღრმეების გასაზრდელად ახალი ფეხბურთელის მოყვანას აპირებს, ერთ-ერთი ვარიანტი კი ბრაიტონის იაპონელი ნახევარმცველი, კაორუ მიტომაა.

მიტომა ინგლისურ კლუბში 2021 წელს სამშობლოდან გადავიდა, თუმცა "თოლიებმა" იაპონელი როიალ სენ-ჟილში მალევე გაანათხოვრეს, სადაც მიტომას ბრწყინვალე პერიოდი ჰქონდა და პროგრესიც განიცადა, პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა კი თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მაგალითისთვის, მიტომამ თასზე ლივერპულს გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაუტანა, თანაც უნდა აღინიშნოს, რომ გოლი საოცარი სილამაზის იყო. - იხილეთ ვიდეო

იტალიური წყაროდან იმასაც ვიგებთ, რომ ნაპოლი მიტომას ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრებს. Calcionapoli წერს, რომ იაპონელი ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალებას მისცემს ხოლმე: "ისეთ ფეხბურთელებსაც სჭირდებათ დასვენება, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა", - წერს იტალიური ვებგვერდი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიტომას ტრანსფერი გარკვეულ გადაადგილებებს გამოიწვევს. მაგალითად, თუ ის ნაპოლიმ მართლა გაიფორმა, მაშინ ელმასის სათამაშო პოზიცია შედარებით უკან დაიხევს, რადგან კვარაცხელიას, მიტომას, ლოსანოსა და პოლიტანოს გვერდით სათამაშო ადგილი ფიზიკურად აღარ დარჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი