(VIDEO) ფედერერის საფინალო მატჩის წინ - გულშემატკივარმა კორტზე თავის დაწვა სცადა » სპორტის ხაზი

(VIDEO) ფედერერის საფინალო მატჩის წინ - გულშემატკივარმა კორტზე თავის დაწვა სცადა

(VIDEO) ფედერერის საფინალო მატჩის წინ - გულშემატკივარმა კორტზე თავის დაწვა სცადა
25-09-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

23 სექტემბერს, სანამ როჯერ ფედერერის საფინალო მატჩი გაიმართებოდა, სტეფანოს ციციპასისა და დიეგო შვარცმანის დაპირისპირების დროს, კორტზე საკმაოდ დამაინტრიგებელი ფაქტი დაფიქსირდა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელსაც თეთრი მაისური ეცვა წარწერით "დასრულდეს ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავები", ცენტრში გამწესებულ ბადესთან მიირბინა და თავის ცოცხლად დაწვა სცადა (იხილეთ ვიდეო). რასაკვირველია, მატჩისთვის მობილიზებულმა სპეციალურმა სამსახურებმა ნახსენები ადამიანის კორტიდან გაყვანა სწრაფადვე მოახერხეს, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული პროტესტის სათქმელი მსოფლიომდე მაინც მივიდა.

რეალურად, ყველაფერი კლიმატის ცვლილებას შეეხება, რაზეც კერძო თვითმფრინავები ძალიან დიდ ზეგაველნას ახდენენ, იმაზე მეტს, ვიდრე კომერციული ავიაცია. კერძო თვითმფრინავები ყოველწლიურად დაახლოებით 7500 ტონა ნახშირბადს გამოყოფენ, რასაც ზრდადი სტატისტიკა გააჩნია. საქმე ისაა, რომ კერძო თვითმფრინავებით გადაადგილება მდიდარი ხალხის ტრანსპორტირების ერთ-ერთი საყვარელი საშუალებაა, რაც კლიმატზე ძალიან ცუდად აისახება.

აღსანიშნავია, რომ ნახსენები ადამიანი პოლიციამ დამამძიმებელი დანაშაულის გარემოებით დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორტზე მყოფი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ის არსაიდან გამოჩნდა. წარმოდგენა არ მაქვს მისი პროტესტი რას შეეხებოდა. მსგავსი ტიპის ინცინდენტი კორტზე არასდროს შემთხვევია. იმედი მაქვს, რომ ადამიანი, რომელმაც თავის დაწვა სცადა კარგად არის", - სტეფანოს ციციპასი.

ამდენად, პროტესტის მთავარი სათქმელი ის აღმოჩნდა, რომ მდიდარი ხალხი კლიმატის ცვალებადობისა და გარემოს დაბინძურების შესახებ უფრო მეტს უნდა ფიქრობდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი