სპალეტი: “ჟოზესთვის კარგ საჩუქარს შევარჩევ” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ჟოზესთვის კარგ საჩუქარს შევარჩევ”

სპალეტი: “ჟოზესთვის კარგ საჩუქარს შევარჩევ”
28-01-2023, 18:59
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ხვალ იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ნაპოლი” “რომას” დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

“ ხვალინდელი დაპირისპირება სხვა მატჩებისგან განსხვავებული იქნება. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრა რთულია, მაგრამ მსგავს მეტოქეებთან ჯახი ყოველთვის რაღაცით მაღლა დგას. ვფიქრობ, რომ გულშემატკივარი ტაქტიკური თვალსაზრისით თუ მოთამაშეთა ინდივიდუალური დაპირისპირებებით სიამოვნებას მიიღებს.

ნაპოლი ველოსიპედისავითაა, რომელმაც იცის, რომ უკან მეტოქეები მოყვებიან და გაჩერების უფლება არ აქვს. პედლები მუდამ უნდა ვატრიალოთ. ამ ტურში განსაკუთრებით ძლიერები უნდა ვიყოთ.

რომასთან მატჩი რთული იქნება. ამ კლუბს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები და ისეთი მწვრთნელო ჰყავს, რომელმაც იცის, როგორ მოიგოს მსგავსი დაპირისპირებები. მათ დიბალა ჰყავთ, რომელიც სივრცეებს კარგად ითვისებს და ყველა მომენტის თავისდა სასარგებლოდ დასრულებას ცდილობს.

მინდა, რომ მოურინიოს მესამოცე დაბადების დღე მივულოცო. მეწყინა, რომ არ დამპატიჟა. იმედი მაქვს, შემდეგში ასე აღარ მოხდება. მისთვის ნამდვილად კარგ საჩუქარს შევარჩევ. თუ ვინმე ფეხბურთის ხარისხს ზრდის ეს ჟოზეა.

12 ქულიანი უპირატესობა კარგია, მაგრამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. სალერნოში რთული მატჩი გვქონდა. ჩვენ სხვის შედეგებზე არა, საკუთარ თამაშზე ვაგებთ პასუხს და შორს არ უნდა გავიხედოთ” - განაცხადა ლუჩიანომ.

ხვალინდელი შეხვედრა 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი