Corriere dello Sport : 'გენიოსი დაბრუნდა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება' » სპორტის ხაზი

Corriere dello Sport : 'გენიოსი დაბრუნდა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება'

Corriere dello Sport : 'გენიოსი დაბრუნდა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება'
28-01-2023, 15:46
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი და ნეაპოლელი გულშემატკივრების ყურადღება მთლიანად სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალური მატჩისკენ არის გადართული, სადაც "ნაპოლი" და "რომა" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და მათთვის მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

რატომ არის სამი ქულა მნიშვნელოვანი? - პარტენოპეი იდეალურ ფორმაშია, გუნდს მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული. ამასთან სპალეტის ბიჭები მეორე ადგილოსან "მილანს" 12 ქულით უსწრებენ და "რომასთან" მოგების შემთხვევაში "სკუდეტოს" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან.

რაც შეეხება "ჯალაროსის" , გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამ მიზნისკენ სწრაფვის სურვილი ბოლო ტურებში კიდევ უფრო კარგად დავინახეთ. შეტევასთან ერთად გუნდი დაცვაშიც კარგად თამაშობს, რაც მათ სტატისტიკაზეც კარგად აისახა - 25 გატანილი:16 გაშვებული, ბოლო წაგება "ლაციოსთან" 6 ნოემბერს, მინიმალური ანგარიშით 1:0.

Corriere dello Sport : 'გენიოსი დაბრუნდა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება'

ხვიჩა რომასთან მატჩისთვის ემზადება

როგორც ზემოთ მოგახსენეთ ამ მატჩს ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელიან, რადგან 2 კვირის შემდეგ, მოედანს ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდება. ეს უკვე დადასტურებულია, შემტევი გრიპისგან გამოჯამრთელდა და "რომასთან" თამაშსაც შეძლებს.

Corriere dello Sport - ი კი კვარაცხელიას დაბრუნებას ასე გამოეხმაურა : "ვირუსის დამარცხების შემდეგ გენიოსი დაბრუნდა. გენიოსი, რომელიც დღეს 80 მილიონ ევროდ ფასდება."

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის მონაგარი სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ნაპოლისა" და "რომას" დაპირისპირება ხვალ, თბილისი დროით 23:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი