29 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურის ცენტალური შეხვედრა გაიმართება, სადაც "ნაპოლი" "რომას" დაუპირისპირდება და მეტოქის სიძლიერის მიუხედავად მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.
ამ თამაშს უფრო განსაკუთრებულს კი სატურნირო მდგომარეობა ქმნის - "ჯალაროსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო პარტენოპეი სკუდეტოსკენ მიიწევს, რისი მოგების შანსიც, "რომასთან" დამარცხების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.
ამ მატჩს "რომა" მნიშვნელოვანი ფეხბურთელების არყოფნით ხვდება. ჯოზე მოურინიო ნიკოლო ზანიოლის ვერ გამოიყენებს, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს (რამდენიმე საათის წინ დაიწერა, რომ ზანიოლოთი "ბორნმუთი" ინტერესდება). თუმცა, გუნდს კაპიტანი, ლორენცო პელეგრინი დაუბრუნდა, რომელიც სრულიად გამოჯამრთელდა და იგი პირველივე წუთებიდან სათამაშოდ მზად არის.