ნიონში გამართული აღმასრულებელი საბჭოს შეკრების შედეგად მივიღეთ ის, რომ ამიერიდან ერთა ლიგასა და საკვალიფიკაციო ეტაპს განახლებული ფორმატით ვიხილავთ.
რა მოხდება საკვალიფიკაციო ეტაპზე:
1. ამიერიდან გუნდები 12 ჯგუფში გადანაწილდებიან. ზოგში 4 გუნდი იქნება, ზოგში 5.
2. გუნდები, რომლებიც 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდებიან, ასპარეზობას სექტემბერში დაიწყებენ. ხოლო გუნდები, რომლებიც 5 გუნდიან ჯგუფებში, მარტში, ან ივნისში (თუ ისინი ერთა ლიგის პლეი ოფში მონაწილეობენ).
3.ყოველი ჯგუფის საუკეთესო ნაკრებები ავტუმატურად გავლენ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. რაც შეეხებათ მეორეადგილოსნებს, ისინი ან პირდაპირ გავლენ ,ან პლეი ოფში ითამაშებენ.
რას ვიხილავთ ერთა ლიგაზე:
1. ამიერიდან ერთა ლიგის 1/4 ფინალები მარტში, ნახევარფინალი და ფინალი კი ივნისში ჩატარდება. ჯგუფური ეტაპი თავისთავად კი ნოემბერში.
2. A ლიგის ჯგუფთა გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები 1/4 ფინალში იასპარეზებენ. აღნიშნულ ეტაპზე გუნდები მატჩს როგორც შინ, ასევე სტუმრადაც ჩაატარებენ.
3. A ლიგის მესამეადგილოსნები B ლიგის მეორეადგილოსნებთან გაარკვევენ, თუ ვინ მიიღებს თამაშის უფლებას.
B ლიგის მესამეადგილოსნები ამ ლიგაში თამაშის უფლებისთვის C ლიგის მეორეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. ეს პლეი ოფიც ორმატჩიანი იქნება - შინ და გარეთ.
4. მარტის სანაკრებო ფანჯარაში ერთა ლიგის თამაშების გათვალისწინებით ცვლილება შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს. ეს მხოლოდ იმ გუნდებისთვის, რომლებსაც ერთა ლიგაზე ამ ახალ ეტაპზე თამაში უწევთ.