VIDEO: უღირსობა თუ სპორტული სითავხედე? | ჯეიკობ მერფის გამაოგნებელი ქცევა » სპორტის ხაზი

VIDEO: უღირსობა თუ სპორტული სითავხედე? | ჯეიკობ მერფის გამაოგნებელი ქცევა

VIDEO: უღირსობა თუ სპორტული სითავხედე? | ჯეიკობ მერფის გამაოგნებელი ქცევა
25-01-2023, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 00:00 საათზე ინგლისის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი საუთემპტონსა და ნიუკასლს შორის გაიმართა, რომელიც "კაჭკაჭებმა" 0:1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

ამავე შეხვედრიდან ერთი ეპიზოდი აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ: მატჩის 86-ე წუთზე, მასპინძელი გუნდის ხორვატმა ცენტრალურმა მცველმა, კალეტა-ჩარმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

სწორედ იმ მომენტში, როდესაც საუთემპტონის მე-6 ნომერი მინდვრიდან გადიოდა, მას ნიუკასლის ფეხბურთელი, ჯეიკობ მერფი მიუახლოვდა და მის მიმართ დამშვიდობების ირონიული ჟესტი შემოგვთავაზა - იხილეთ ვიდეო.

ცნობისთვის, ინგლისის თასის მეორე 1/2 ფინალური შეხვედრა დღეს, ასევე 00:00 საათზე ნოტინგემ ფორესტსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.