გუშინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიკელ არტეტას არსენალმა გუნდში სიღრმეების გასაზრდელად საინტერესო ტრანსფერი წარმატებით დაასრულა.
როგორც წყაროებით ვიგებთ, ლონდონელებმა ბრაიტონის უკვე ყოფილი და ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრი, 24 წლის ლეანდრო ტროსარი დაიმატეს, რომელიც ახალმა კლუბმა უკვე წარადგინა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ტროსარის შესახებ უახლესი კომენტარი თავად მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა: "ლეანდრო საკმაოდ მრავალფეროვანი ფეხბურთელია, კარგი ტექნიკა და ბევრი საჭირო უნარი აქვს. გარდა ამისა, მისი საკლუბო თუ საერთაშორისო გამოცდილება არსენალს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ტროსარი ის ფეხბურთელია, რომელიც აუცილებლად გაგვაძლიერებს, ამიტომ მასთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველით." - მიკელ არტეტა.
ცნობისთვის, "მეთოფეებმა" ბელგიელი შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ ბრაიტონს 27 მილიონი ევრო გადაუხადეს. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, მას პრემიერ ლიგაში 122 მატჩი, 25 გოლი და 13 საგოლე პასი მოუგროვდა.