ინძაგი: “ჩემი ბიჭებით ვამაყობ” » სპორტის ხაზი

ინძაგი: “ჩემი ბიჭებით ვამაყობ”

ინძაგი: “ჩემი ბიჭებით ვამაყობ”
19-01-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის სუპერთასის საფინალო მატჩში, რომელიც ალ რიადში იმართებოდა, ერთმანეთს “ინტერი” და “მილანი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თავიდანვე “ნერაძურის” კარნახით მიმდინარეობა. მათ პირველ ნახევარში მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს. მეორე ტაიმში კი სხვაობა სამამდე გაზარდეს. საბოლოო ჯამში კი ტიტულსაც დაეუფლნენ.

მატჩის შემდგომ “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ მედიასთან საუბრისას შეხვრდრა შეაფასა:

“მილანის დონის მეტიქესთან ასეთ ტურნირზე გამარჯვების მოპოვება ნამდვილად საამაყოა. დღეს ვიზეიმებთ, ხვალიდან კი მომდევნო მატჩებისათვის დავიწყებთ მზადებას.

მადლობა ბიჭებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ტიტულის მოგებაში წვლილი შეიტანა. მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით. მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.”

აღნიშნული გამარჯვებით “ინტერი” სუპერთასს არსებობის ისტორიაში მეშვიდედ დაეუფლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი