ინძაგი: “ნაპოლიმ” რაღაც საოცრება ჩაიდინა” » სპორტის ხაზი

ინძაგი: “ნაპოლიმ” რაღაც საოცრება ჩაიდინა”

ინძაგი: “ნაპოლიმ” რაღაც საოცრება ჩაიდინა”
27-12-2022, 11:24
Aa Aa
გაზიარება:

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ სერია აში მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც იცით, “ნერაძური” “ნაპოლის” დაუპირისპირდება 4 იანვარს. სიმონემ შეაქო “პარტენოპეის” თავკაცი, ლუჩიანო სპალეტი და განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაში მოსწონს:

“მჯერა თუ არა დაბრუნების? აბსოლუტურად. ყველა მწვრთნელისთვის სეზონის შუა ნაწილში გაჩერება სრული სიახლეა. ამ პაუზამდე „ნაპოლიმ“ რაღაც საოცრება ჩაიდინა, რაშიც ხელი სხვა გუნდების მიერ დაშვებულმა შეცდომებმაც შეუწყო, მათ შორის „ინტერმაც“.

ერთი წლის წინ, გუნდებს შორის სხვაობა უფრო მოკლე იყო. ქულების მხრივ გუნდებთან უფრო ახლოს ვიყავით. ახლა კი სხვაობა დიდია. სპალეტის გუნდმა გააკეთა ის, რაც მთელი ევროპის მასშტაბით ვერავინ შეძლო, ეს ნამდვილად უნდა მივულოცოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ისევე როგორც სხვა გუნდებმა კარგად ვიცით, რომ რაც აქამდე გავაკეთეთ, საკმარისი არ ყოფილა.”

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ “ინტერისა” და “ნაპოლის” შეხვრდრა 4 იანვარს 23:30-ზე, ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი