"ხვიჩა დიეგოს ყოფილ კლუბშია, ეს ძალიან ამაღელვებელია" | ბადრი კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"ხვიჩა დიეგოს ყოფილ კლუბშია, ეს ძალიან ამაღელვებელია" | ბადრი კვარაცხელია

"ხვიჩა დიეგოს ყოფილ კლუბშია, ეს ძალიან ამაღელვებელია" | ბადრი კვარაცხელია
16-01-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას კომენტარი, რომელშიც ის თავისი შვილის ამჟამინდელი კლუბისა და მისდამი გამოწვეული ემოციების შესახებ საუბრობს:

"ფაქტი, რომ ჩემი შვილი იმ კლუბში თამაშობს, სადაც დიეგო არმანდო მარადონა წარმატებას აღწევდა და ისტორიას წერდა, უდიდეს სიხარულს მანიჭებს, ეს ძალიან ამაღელვებელია. ასევე, საოცარი სანახავი იყო ის, თუ რამდენი ქართველი დაესწრო ნაპოლისა და იუვენტუსის შეხვედრას. ვფიქრობდი, რომ საქართველოში ვიყავი, სტადიონზე უამრავი ქართული დროშა ფრიალებდა. მარადონაზე დასწრება და მატჩისთვის თვალის მიდევნება განსაკუთრებული გრძნობაა."

"ჩვენი მთელი ოჯახი ხვიჩას მხარდაჭერას ბოლომდე უცხადებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენგან გვერდში დგომა იგრძნოს. ნეაპოლში 27 დეკემბერს ჩავფრინდი და ახალი წელი ხვიჩასთან ერთად აღვნიშნე."
- თქვა ბადრი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს წინააღმდეგ კოპა იტალიაზე გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი