'ღმერთს ვთხოვ ქართველები არ იყვნენ, შვილი სასწაულებრივად გადამირჩა' - ბადრი კვარაცხელია ხვიჩას სახლში მომხდარ ინციდენტზე » სპორტის ხაზი

'ღმერთს ვთხოვ ქართველები არ იყვნენ, შვილი სასწაულებრივად გადამირჩა' - ბადრი კვარაცხელია ხვიჩას სახლში მომხდარ ინციდენტზე

'ღმერთს ვთხოვ ქართველები არ იყვნენ, შვილი სასწაულებრივად გადამირჩა' - ბადრი კვარაცხელია ხვიჩას სახლში მომხდარ ინციდენტზე
9-11-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში მანქანა მოჰპარეს. საბედნიეროდ ადგილობრივმა პოლიციამ ფაქტზე რეაგირება დროულად მოახდინა და ქართველ ტალანტს საკუთრება მალევე დაუბრუნა.

ამ ინცედენტზე სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის მამის, ბადრი კვარაცხელიას კომენტარი გავრცელდა, რომელმაც დარწმუნებით განაცხადა, რომ ამ საქმეში ქართველები არ ფიგურირებენ.

"მთელი საქართველო ლაპარაკობს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ღმერთს ვთხოვ, ქართველები არ იყვნენ. ვნახოთ, ხვიჩაზე როგორ იმოქმედებს.

ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. ხვიჩას რომ ველაპარაკე, სიცილით რომ მელაპარაკებოდა, გამიხარდა. შვილი გადარჩა, ღმერთმა გადაგვარჩინა. შეიძლება, უფრო მძიმე რამ მომხდარიყო, ხვიჩას რომ გაეგო. კერძო სახლია, სადაც კამერებიც არის, დაცვა ჰყავს. დეტალურად ვერ მოვყვები, რა და როგორ, კამერაზე ყველაფერი დაფიქსირებულია. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მადლობა უფალს, რომ გადაგვარჩინა.


'ღმერთს ვთხოვ ქართველები არ იყვნენ, შვილი სასწაულებრივად გადამირჩა' - ბადრი კვარაცხელია ხვიჩას სახლში მომხდარ ინციდენტზე

ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ „სარბიელის პოდკასტი“

მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები არ არიან, პოლიცია აქამდე იტყოდა. მაგაზე ხვიჩაც არ ფიქრობს“ - თქვა ბადრი კვარაცხელიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 21 წლის შემტევს მანქანა ქართველებმა მოპარეს, სიმართლეს არ შეესაბამება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი