ვიქტორ ოსიმენი : "გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მოდით ახლა დავისვენოთ" » სპორტის ხაზი

ვიქტორ ოსიმენი : "გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მოდით ახლა დავისვენოთ"

ვიქტორ ოსიმენი : "გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მოდით ახლა დავისვენოთ"
8-01-2023, 23:38
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-17 ტურში 'ნაპოლი' 'სამპდორიას' დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენმა და ელიფ ელმასმა მოახერხეს. მიუხედავად პარტენოპეის კარგი თამაშისა, იგივეს ვერ ვიტყვით ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც მატჩის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ვიქტორ ოსიმენმა გააკეთა, რომელმაც გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და 'იუვენტუსთან' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ვულოცავ გუნდს, ინტერთან ნამდვილად არ იყო კარგი თამაში, მაგრამ დღეს კარგად ვითამაშეთ. კმაყოფილი ვარ გოლით და იმით, რომ მატჩს კარგად მივუდექით. მე ლიდერი? მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს ნდობისთვის.

იუვენტუსთან მატჩი? დიდი მატჩი იქნება დიდ გუნდთან, ახლა დავბრუნდეთ ნეაპოლში და დავისვენებთ, დანარჩენი მერე ვნახოთ"
- განაცხადა 'ნაპოლის' ფორვარდმა.

გეტყვით იმასაც, რომ პარტენოპეი მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, 'იუვენტუსის' წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი