უკვე აღარავის გვიკვირს ის საოცარი სერია, რომელიც ლუჩანო სპალეტის ნაპოლის იტალიის ჩემპიონატში გააჩნია. პარტენოპეიმ სერია A-ს საწყისი 15 შეხვედრიდან 13 მოიგო, რომლითაც იუვენტუსის რეკორდიც გაიმეორა.
აი, როგორ გამოეხმაურა ცნობილი იტალიური გაზეთი La Gazzetta dello Sport ნაპოლის ფეხბურთელების წარმატებულ თამაშს: "ელიფ ელმასმა კვარაცხელიას ნიღაბი მოირგო და ისე ითამაშა, ოსიმენი კი სუპერ ფეხბურთელია. ახლა ნაპოლი სხვებს უცდის.." - წერს ცნობილი გამოშვება.
ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი თავად ჩრდილოეთ მაკედონიელმა ფეხბურთელმაც გააკეთა: "არ მსურს კვარაცხელიას შევედარო, თუმცა მინდა, რომ მასზე უკეთესი ვიყო. ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი კონკურენციის პროცესია, რაც ნაპოლის უფრო ძლიერს ხდის. ჩვენ როგორც გუნდისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ." - ელიფ ელმასი.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 41 ქულით ლიდერობს და გუნდი მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს ინტერის წინააღმდეგ გამართავს.