ხულიან ალვარესი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მან გულშემატკივრების სიმპათია დაიმსახურა. ფანებს მასთან ფოტოების გადაღება სურდათ, მაგრამ ალვარესის მეგობარი გოგონა გულშემატკივრებს მოუწოდებდა, რომ ფოტოში რამდენიმე ერთად დამდგარიყო. არადა, ყველას ცალკე უნდოდა.
მას შემდეგ პეტიციაც კი შექმნეს. ხელი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა და ხულიანს მოუწოდებდნენ, შეყვარებულს დაშორებოდა.
ალვარესის მეგობარმა გოგომ, ელის მარიამ მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ მშობლებთან სადილზე ეჩქარებოდათ და სწორედ ამიტომ მოიქცა მსგავსად.