ბრაზილიელს მსურველები გამოუჩნდნენ | ნეიმარი პსჟ-ს ტოვებს? » სპორტის ხაზი

ბრაზილიელს მსურველები გამოუჩნდნენ | ნეიმარი პსჟ-ს ტოვებს?

ბრაზილიელს მსურველები გამოუჩნდნენ | ნეიმარი პსჟ-ს ტოვებს?
6-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში გამუდმებით იწერება, რომ პარი სენ ჟერმენს ნეიმარი აღარ სჭირდება და ბრაზილიელის კლუბიდან გაშვებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ალ ხელაიფი ნეიმარის გაშვებას გასულ წელსაც აპირებდა, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულების გამო (150 მილიონი), არანაირი ტრანსფერი არ შემდგარა.

ახლა კი, როგორც იწერება, ნეიმარის ფასი 150 მილიონის 1/3-ია, რაც ცხადია, საყურადღებო არაერთი კლუბისთვის აღმოჩნდა. მაგალითისთვის, ბრაზილიელით ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიც ნიუკასლი, ჩელსი და მანჩესტერ სიტი არიან.

გარდა ამისა, იწერება ისიც, რომ წასვლა არც ნეიმარისთვისაა პრობლემა და ტრანსფერის რეალურობის შემთხვევაში, საქმეს არც ბრაზილიელი და არც მისი აგენტი ჩაშლიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი