ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ცნობით, ანხელ დი მარიას მსოფლიოს სხვადასხვა კლუბიდან მსურველები ჰყავს და საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ არგენტინელმა ტურინი დატოვოს.
ანხელს სეზონის ბოლოს მრავალი შეთავაზება ექნება ბრაზილიიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან და აშშ-დან.
როგორც ირკვევა, იგი მიმდინარე სეზონის დასრულებას ტურინის "იუვენტუსში" გეგმავს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვებას არ განიხილავს.ცალკე სალაპარაკო თემაა ისიც, რომ დი მარია და "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.