ქუთაისის "ტორპედოსა" და ფრანგულ კლუბ "პარი სენ ჟერმენს" შორის შეიძლება თანამშრომლობა დაიწყოს.
ქუთაისურმა კლუბმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა:
"საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსა" და საფეხბურთო კლუბ "პარი სერ ჟერნმენის" წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორი და ინიციატორი, ტორპედო აკადემიის ხელმძღვანელი მასიმილიანო ფერარი გახლდათ. საუბარი კლუბებს შორის შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას, ევროპული მეთოდოლოგიისა და მიდგომების დანერგვას შეეხო."
შეხვედრას კლუბის პრეზიდენტი, დავით კერესელიძე, გენერალური დირექტორი დავით დოლაბერიძე, აკადემიის ხელმძღვანელი მასიმილიანო ფერარი, ასისტენტ-მენეჯერი ირაკლი ბასილაძე და მედია-ოფიცერი თორნიკე ღვინიანიძე ესწრებოდნენ, "პსჟ-ს" მხრიდან კი ქალთა გუნდის სპორტული დირექტორი, წლების განმავლობაში "მილანსა" და "ინტერში" სპორტული დირექტორი, ანჯელო კასტელაცი ესწრებოდა."
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გასული გათამაშება "ტორპედომ" მე-5 ადგილზე ჩაამთავრა. სამაგიეროდ, ქუთათურებმა დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგეს - დაამარცხეს ფინალში "ლოკომოტივი 2" ანგარიშით 2:0.