“მისი ცეცხლი მალე ქრებოდა” - როგორ შეაფასა ხვიჩა იტალიურმა მედიამ გუშინ » სპორტის ხაზი

“მისი ცეცხლი მალე ქრებოდა” - როგორ შეაფასა ხვიჩა იტალიურმა მედიამ გუშინ

“მისი ცეცხლი მალე ქრებოდა” - როგორ შეაფასა ხვიჩა იტალიურმა მედიამ გუშინ
5-01-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ “ნაპოლი” სერია A-ში მიმდინარე სეზონის მანძილზე პირველად დამარცხდა. “ინტერმა” საშინაო კედლებში ჯეკოს ერატადერთი გოლის წყალობით მოახერხა სამი ქულის მოპოვება.

“პარტენოპეიმ” ჩვეული ხარისხი ვერ აჩვენა. გუშინდელი მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო. საინტერესოა, როგორ გამოეხმაურა ყოველივე აღნიშნულს იტალიური მედია.

Tuttomercatoweb-მა ქართველის თამაში 6 ქულით შეაფასა:

“ხვიჩა საკუთარი თანაგუნდელებისთვის მუდმივი შეტევის წყაროა. მარცხენა ფლანგზე, მთელი მატჩის განმავლობაში შკრინიარის და დარმიანის თავის ტკივილი იყო. რთულია მისი ცუდად შეფასება, თუნდაც მაშინ, როდესაც კარგად ვერ ითამაშა. რამდენჯერმე მსაჯმა მის წინააღმდეგ დარღვეული თამაშის წესი არ დააფიქსირა. ეს კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ლიმიტს უვსებდა.“

რაც შეეხება CalcioNapoli-ს, მათ ქართველის გუშინდელი თამაში 5.5 ქულით შეაფასეს:

”დაბრუნების შემდეგ, უნდა მიმხვდარიყო, რომ ადვილი მატჩი არ ელოდებოდა. ის ფეხებში ძალიან ბევრ დარტყმას იღებდა. პირველი რეალური მომენტი ოსიმენს შეუქმნა, რომელიც ონანასთან პირისპირ დატოვა. კვარაცხელია ხიფათის შექმნას დარტყმებით და დრიბლინგებით ცდილობდა. მისი ცეცხლი მალე ქრებოდა.”

“ნაპოლი” მომდევნო მატჩს “სამპდორიასთან” 8 იანვარს ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი