ახალ კლუბში გადასვლა? - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ Calcionapoli-სთან » სპორტის ხაზი

ახალ კლუბში გადასვლა? - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ Calcionapoli-სთან

ახალ კლუბში გადასვლა? - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ  Calcionapoli-სთან
10-11-2022, 13:52
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა Calcionapoli-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ფეხბურთელის ირგვლივ არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

აპირებს კვარა 'ნაპოლის' დატოვებას? - "სატრანსფერო ჭორები? მას ველაპარაკე და ნეაპოლში კიდევ რამდენიმე წლის გატარება სურს. ხვიჩას მთავარი მიზანი გამარჯვება და ნაპოლისთან ერთად ტიტულის მოგებაა, შემდეგ კი შეიძლება ახალი თავგადასავლის დაწყებაზე იფიქროს."

ახალ კლუბში გადასვლა? - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ  Calcionapoli-სთან

ხვიჩა 'ნაპოლის' დატოვებას არ აპირებს

ითამაშებს თუ არა ქართველი უდინეზესთან? - "იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც მე მაქვს, ვფიქრობ, რომ ხვიჩა უდინეზესთან მატჩისთვის მზად იქნება, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვი, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, თუ ცვლილებაზე შემოვა. მაგრამ დიდი ალბათობით პირველივე წუთიდან მოედანზე ყოფნას ვერ შეძლებს."


ხვიჩამ ტრამვა მოიშუშა

შემტევის სახლის გაქურვაზე და მანქანის გადაცებაზე - "ეს იტალიური ქალაქია, აქ ეს ყოველივე გასაკვირი არ არის. რაც შეეხება მოპარულ მანქანას, მსგავსი რამ ნებისმიერ ქალაქში ხდება. მთავარი ისაა, რომ პრობლემა მოგვარდა და ხვიჩას საკუთარი მანქანა მალევე დაუბრუნდა."

შეგახსენებთ იმასაც, რომ 'ნაპოლისა' და 'უდინესეს' შეხვედრა 12 ნოემბერს, შაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი