ვილი სანიოლი : "პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი გვაქვს" » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი : "პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი გვაქვს"

ვილი სანიოლი : "პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი გვაქვს"
22-09-2022, 18:41
Aa Aa
გაზიარება:

ერთა ლიგის ეგიდით ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის კაპიტანთან, გურამ კაშიასთან, ერთად გამოცხადდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვალინდელ შეხვედრაზე და მის თანმდევ წნეხზე ისაუბრა და განაცხადა:

"ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი ჩრდილოეთ მაკედონიაა. მათ ევროპის ჩემპიონატზე უკვე ითამაშეს, გარდა ამისა მნიშვნელოვან საპლეიოფო შეხვედრაში იტალიაც დაამარცხეს. ახლა, საბედნიეროდ, ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უშუალო კონკურენტთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრას ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი