საქართველი - ჩრდილოეთ მაკედონიის მსაჯის ვინაობა ცნობილია » სპორტის ხაზი

საქართველი - ჩრდილოეთ მაკედონიის მსაჯის ვინაობა ცნობილია

საქართველი - ჩრდილოეთ მაკედონიის მსაჯის ვინაობა ცნობილია
22-09-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

23 სექტემბრს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე საკმაოდ მკაცრი მსაჯი დანიშნეს, ის სლოვაკი რეფერი ივან კრუჟლიაკია.

ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელების აგრესიული, ხისტი თამაში და კრუჟლიაკის დარღვევებზე რეაგირების სიმწვავე, ვინც არცერთი ფერის ბარათის ამოღებას არ თაკილობს. სწორედ ამიტომ, არაა გამორიცხული ხვალინდელ მატჩში გარკვეული ტიპის პროვოკაციებიც კი ვიხილოთ ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელებისგან, რასაც ქართველები მშვიდად და მაღალი კონცენტრაციით უნდა შეხვდნენ, სასწორზე ფლეიოფის საგზურია.

სლოვაკი არბიტრის დამხმარე მსაჯები ასევე სლოვაკეთიდან, ბრანისლავ ჰანცკო და იან პოზორი იქნებიან, მეოთხე მსაჯი კი, - პიტერ კრალოვიჩი.

შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი