მანჩესტერი შემტევს ეძებს | ვიქტორ ოსიმენი მთავარი კანდიდატია » სპორტის ხაზი

მანჩესტერი შემტევს ეძებს | ვიქტორ ოსიმენი მთავარი კანდიდატია

მანჩესტერი შემტევს ეძებს | ვიქტორ ოსიმენი მთავარი კანდიდატია
1-01-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედიან სკანდალურად წავიდა, ინგლისურმა კლუბმა პორტუგალიელი ვარსკვლავის შემცველელის ძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელებს, უპირველეს ყოვლისა, ნიდერლანდების ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის, კოდი გაკპოს შეძენა სურდათ, თუმცა ლივერპულის გამოჩენის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგი და კომპანია ნაპოლის ფორვარდზე, ვიქტორ ოსიმენზე გადაერთო.

ცხადია, ნიგერიელი ფორვარდის ბრწყინვალე სტატისტიკა და 9 გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირობა მსოფლიო გრანდებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ბევრმა მათგანმა სერიოზული განაცხადი ვიქტორზე უკვე გააკეთა, ერთ-ერთი სწორედ მანჩესტერია, რომელსაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდის გაძლიერება სურს.

ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენი Transfermarkt-ის მიხედვით, 70 მილიონ ევროდაა შეფასებული და რამდენად შეძლებს მის გადაბირებას მანჩესტერი, ამას დრო გვიჩვენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი