კლაუდიო რანიერი იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა! » სპორტის ხაზი

კლაუდიო რანიერი იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა!

კლაუდიო რანიერი იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა!
24-12-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

2015/2016 წლების სეზონის პრემიერ ლიგისა და ლესტერის ლამაზი ისტორიის მთავარი ტრიუმფატორი, კლაუდიო რანიერი იტალიაში ბრუნდება!

სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ 71 წლის სპეციალისტი კალიარის მთავარი მწვრთნელი გახდება, რომელიც ამჟამად იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.

ცნობისთვის, კლაუდიო რანიერი კალიარიში აქამდეც მუშაობდა. იტალიელი სპეციალისტი კალიარის 1988-1991 წლებში წვრთნიდა და ჯერ მესამე ლიგიდან მეორეში, შემდეგ კი უმაღლესში გადავიდა.

რაც შეეხება რანიერის უკანასკნელ კლუბს, ის ინგლისური უოტფორდია, საიდანაც კლაუდიო ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი