იტალიის რანგით მეორე დივიზიონის კლუბის, "კალიარის" ყოფილი სკაუტი ჯენარო ჩიოტოლა 1 Station Radio-სთან ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
იმ პერიოდში, როდესაც ჯენარო ჩიოტოლა "კალიარის" სკაუტად მუშაობდა, ამავე კლუბის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართული სახელი და გვარიც არსებობდა, კერძოდ ხვიჩა კვარაცხელია.
მისი თქმით, იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელ მოწინავე გუნდს, კერძოდ "ნაპოლის" აღმოაჩნდა იმის გამბედაობა, რომ ქართველი მოთამაშისთვის გამოცდა უშუალოდ მოედანზე მოეწყო, რაც თავიდან ბოლომდე ჯუნტოლისა და მისი თანამშრომლების დამსახურებაა.