ესპანეთის ნაკრებისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატები წარუმატებელი გამოდგა - ფურია როხა 2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე კი მერვედფინალური ეტაპიდან გამოვარდა.
მსგავსი შედეგების ფონზე, ესპანეთის ნაკრების სათამაშო სტილით უკმაყოფილო გულშემატკივართა რაოდენობა გაიზარდა და ისინი ტიკი-ტაკას სტილზე უარის თქმას მოითხოვენ.
კრიტიკოსებს ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ნაკრებმა ფილოსოფია უნდა შეინარჩუნოს:
"ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებმა ტიკი-ტაკაზე უარი არ უნდა თქვას და ეს მოდელი უნდა შეინარჩუნოს. არ მგონია, რომ მაროკოსთან განცდილი წარუმატებლობა ტიკი-ტაკას ბრალია, იქ სხვა, უფრო ღრმა მიზეზები იყო, რომლებიც მატჩის დროს ერთი შეხედვით არ ჩანდა.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ტიკი-ტაკას ფილოსოფია უნდა დარჩეს", - განაცხადა ინიესტმა.