პეპ გვარდიოლა: 'რატო დაობთ? მესი საუკეთესოა' » სპორტის ხაზი

პეპ გვარდიოლა: 'რატო დაობთ? მესი საუკეთესოა'

პეპ გვარდიოლა: 'რატო დაობთ? მესი საუკეთესოა'
23-12-2022, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

პრესკონფერენციაზე 'მანჩესტერ სიტის' მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას რა თქმა უნდა ლიონელ მესიზე და მის კიდევ ერთ წარმატებაზე ჰკითხეს, რაზეც 51 წლის სპეციალისტმა არ დააყოვნა და განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი ექსპერტის განსხვავებული აზრისა, მისთვის მესი ყოველთვის საუკეთესო იყო.

რა თქვა პეპმა : "ყველას აქვს თავისი აზრი, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ის არის ყველა დროის საუკეთესო. ჩემთვის ის საუკეთესოა. ძალიან ცოტას თუ შეუძლია გააკეთოს ის, რაც მესიმ გააკეთა. ვინც თვლის, რომ ან პელე, ან მარადონა, ან დი სტეფანო მასზე კარგია, მათი აზრები უბრალოდ სენტიმენტალურია. მართალი გითხრათ ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა ის მსოფლიოს მოიგებდა თუ არა, მესი ჩემთვის მაინც საუკეთესო ფეხბურთელად დარჩებოდა."

დამატება : გვარდიოლამ ყველაფერი იცის მესის ნიჭის შესახებ, რადგან 'ბარსელონაში' მუშაობის დროს (2008-2012 წლებში) სწორედ ესპანელი იყო ლეოს დამრიგებელი. იმ ოთხი წლის განმავლობაში მათ 14 ტიტული მოიგეს, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა და სამი ლა ლიგის ტიტული.

პეპ გვარდიოლა: 'რატო დაობთ? მესი საუკეთესოა'

მესიმ გვარდიოლას დროს 219 მატჩში 211 გოლი გაიტანა

ესპანელმა ასევე მიულოცა ნიკოლა ოტამენდის, რომელიც 'მანჩესტერ სიტის' რიგებში წლების განმავლობაში ირიცხებოდა. დადებითად შეაფასა ხულიან ალვარესის გამოსვლაც მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელმაც მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა.

"ჩვენ წარმოუდგენლად ბედნიერები ვართ ალვარესის გამოსვლით. ის მართლაც ბრწყინვალე იყო. ჩვენს გუნდში მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს. ის ერთი კვირა ან 10 დღე კიდევ დაისვენებს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი