"ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელს დედა უტირა" | შონ ო'მალი » სპორტის ხაზი

"ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელს დედა უტირა" | შონ ო'მალი

"ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელს დედა უტირა" | შონ ო'მალი
22-12-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, უკანასკნელი ბრძოლა, რომელიც ილია თოფურიამ UFC-ში ამერიკელი ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა, საბოლოოდ ქართველი მებრძოლის ბწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიას წარმატებულ ბრძოლას სუპერმსუბუქი წონის პირველადგილოსანი შონ ო'მალი გამოეხმაურა, რომელმაც ქართველი სპორტსმენისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა:

"დღის საუკეთესო ბრძოლა თოფურიასა და მიტჩელს შორის შედგა. საერთოდ არ მესმის, თუ რატომ ითხოვდა პედი პიმბლეტი თავისი ბრძოლის საუკეთესოდ დასახელებას. ილია თოფურია საოცარი მებრძოლია და მისი ტექნიკა სუფთა და გამორჩეულია. თოფურიას მაგრად გამოსდის კონტრდარტყმები, მეტოქის გახსნა, სწორი გადაადგილება. მოკლედ, დიდი შანსია, რომ ილია მალე მოწინავე პოზიციებზე ვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბრაისი თოფურიაზე დიდი ჩანდა, ილიამ მეტოქეს დედა უტირა, განსაკუთრებით კი პარტერში."

"თუ ილია თოფურია თქვენს ტოპ 5 მებრძოლში არ შედის, დროა შეიყვანოთ. რეალურად, ბრაის მიტჩელი ძალიან ძლიერი მებრძოლია, თუმცა ილიამ ის უსუსტესად წარმოაჩინა."
- თქვა თავის პოდკასტში შონმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.