"ევრობასკეტის გამოტოვება დღემდე მძიმედ ასატანია" | თორნიკე შენგელია » სპორტის ხაზი

"ევრობასკეტის გამოტოვება დღემდე მძიმედ ასატანია" | თორნიკე შენგელია

"ევრობასკეტის გამოტოვება დღემდე მძიმედ ასატანია" | თორნიკე შენგელია
21-12-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

იქამდე, სანამ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგაზე მორიგ შეხვედრას გამართავს, მანამდე მან ინტერვიუ Noticias de Álava-სთან ჩაწერა, სადაც თოკომ გამოტოვებული ევრობასკეტი და მიღებული ტრავმა გაიხსენა:

"გამოტოვებული ევრობასკეტი? - ეს ჩემთვის დღემდე ძალიან მძიმედ ასატანი ფაქტია. ევრობასკეტისთვის მსურდა, რომ საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი და ამაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში ვზრუნავდი. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ტურნირი საქართველოში ტარდებოდა, საუკეთესო ფიზიკური კონდიციების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთე, თუმცა ყველაფერი ტრავმამ დაასრულა. ფაქტი, რომ სამშობლოში ჩატარებული ევრობასკეტი გამოვტოვე, დღემდე დიდ ტკივილს მანიჭებს." - თორნიკე შენგელია.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე ქართველი კალათბურთელის ყოფილ კლუბს, ბასკონიას ხვალ, 23:30-ზე დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი