დაბრუნება მწვრთნელის როლში? - ზინედინ ზიდანმა შესაძლოა 'იუვენტუსი' გაწვრთნას » სპორტის ხაზი

დაბრუნება მწვრთნელის როლში? - ზინედინ ზიდანმა შესაძლოა 'იუვენტუსი' გაწვრთნას

დაბრუნება მწვრთნელის როლში? - ზინედინ ზიდანმა შესაძლოა 'იუვენტუსი' გაწვრთნას
27-12-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის 'რეალის' ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, რომელიც ამჟამად კლუბის გარეშეა, შესაძლოა ტურინის 'იუვენტუსი' გაწვრთნას, ამის შესახებ ინფორმაციას L'Equipe - ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 50 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. თუმცა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის გამოსვლამ ფედერაციის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ამ პოსტზე მოქმედი მწვრთნელი დიდიე დეშამი დაეტოვებინა.

ზიდანმა მადრიდის რეალი 2021 წლის მაისში დატოვა. ფრანგი სპეციალისტის თაოსნობით 'ბლანკოსმა' ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იტალიურ გრანდს მასიმილიანო ალეგრი ხელმძღვანელობს, რომლის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა ტურინში მისი გამოსვლით უკმაყოფილონი არიან, ამიტომ დიდი შანსია, 55 წლის სპეციალისტმა თანამდებობა ნაადრევად დატოვოს.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 15 ტურის შემდეგ, "ბებერი ქალბატონი" 31 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი