"ნაპოლი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს" - მასიმილიანო ალეგრი » სპორტის ხაზი

"ნაპოლი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს" - მასიმილიანო ალეგრი

"ნაპოლი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს" - მასიმილიანო ალეგრი
7-11-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში, სადაც უძლიერესის ვინაობას "იუვენტუსი" და "ინტერი" არკვევდნენ გამარჯვება ალეგრის გუნდს დარჩა - 2:0. აღნიშნული 3 ქულისა და სკუდეტოს მოგების შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა მოგვიანებით კომენტარი გააკეთა:

"იტალიის ჩემპიონატის მოგება? - ახლა, ჩვენი მიზანი ისაა, რომ ყველაფერი იდეალურად გავაკეთოთ და გეგმას არ გადავუხვიოთ, რაც მე-5 ადგილიდან მე-4 პოზიციაზე გადასვლას ნიშნავს."

"ნაპოლი? - სპალეტის გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს, მათ ჩვენთან 10 ქულიანი უპურატესობა აქვთ მოპოვებული. დაველოდოთ თუ რა მოხდება ზამთრის დიდ შესვენებამდე." - მასიმილიანო ალეგრი.

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსი" სერია A-ს მე-5 პოზიციას 25 ქულით იკავებს, ხოლო "ნაპოლი" პირველ ადგილზე 35 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი