ვარსკვლავებს შორის - EUROSPORT-მა "სერია ა - ს" სიმბოლური გუნდი შეადგინა » სპორტის ხაზი

ვარსკვლავებს შორის - EUROSPORT-მა "სერია ა - ს" სიმბოლური გუნდი შეადგინა

ვარსკვლავებს შორის - EUROSPORT-მა "სერია ა - ს" სიმბოლური გუნდი შეადგინა
21-09-2022, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა Eurosport-მა სანაკრებო პაუზის წინ, ფეხბურთელების მიერ გასულ 7 ტურში ნაჩვენები თამაში გაითვალისწინა და "სერია ა-ს" სიმბოლური გუნდი შეადგინა.

ამ სიმბოლურში "რომას", "მილანის" და "ლაციოს" გამორჩეული ფეხბურთელები მოხვდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ გვერდით ასევე არის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყურება და ამ სეზონში "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერიც კი არის.

21 წლის შემტევი იდეალურ ფორმაშია. ამ ეტაპზე ხვიჩას ანგარიშზე "სერია ა-ში" 4 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და კიდევ ერთი მოპოვებული 11-მეტრიანია.

გამოცემამ კვარაცხელიასთან ერთად საუკეთესო 11-ეულში, ნეაპოლელთა ცენტრალურ-მცველი, კიმ მინ-ჯეც შეიყვანა.

ვარსკვლავებს შორის - EUROSPORT-მა "სერია ა - ს" სიმბოლური გუნდი შეადგინა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი