"ეს ჟესტი იმიტომ გავაკეთე რომ..." - ემილიანო მარტინესი » სპორტის ხაზი

"ეს ჟესტი იმიტომ გავაკეთე რომ..." - ემილიანო მარტინესი

"ეს ჟესტი იმიტომ გავაკეთე რომ..." - ემილიანო მარტინესი
20-12-2022, 10:23
Aa Aa
გაზიარება:

TyC Sports-თან ინტერვიუში ემილიანომ თავისი ჟესტის მიზეზზე ისაუბრა და კოლო მუანისთვის აღებულ ბურთზეც გაამახვილა ყურადღება.

"ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ფრანგები მისტვენდნენ და ტრიბუნებიდან რაღაცებს მიყვიროდნენ. არ მომწონს მათი ქედმაღლობა.

სეივი ბოლო წუთზე? მადლობა ღმერთს, ფეხი ზუსტად ასე გავწიე. ჩემი საქმე ისე გავაკეთე და მე სწორედ ამაზე ვოცნებობდი. ეს დაუჯერებელი ფინალი იყო, როგორზეც ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. სიტყვები არ მყოფნის”- თქვა 2022 წლის მუნდიალის საუკეთესო მეკარემ.

მსგავსი ჟესტი ემილიანლმბრაზილიასთან, კოპა ამერიკის ფინალის მოგების შემდგომაც გააკეთა, თუმცა, ბუნებრივია, გუშინდელ ქმედებას გაცილებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა მასშტაბებიდან გამომდინარე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.