პელე: “დიეგო ახლა იღიმის” » სპორტის ხაზი

პელე: “დიეგო ახლა იღიმის”

პელე: “დიეგო ახლა იღიმის”
19-12-2022, 22:43
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთა შორის ბრაზილიელი ლეგენდა პელეცაა. მის ოფიციალურ ინსტაგრამ-გვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა:

"დღეს ფეხბურთი თავისი ისტორიის თხრობას განაგრძობს და როგორც ყოველთვის, ამას გასაოცრად აკეთებს. მესიმ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, როგორც მისმა განვლილმა გზამ დაიმსახურა. მბაპე, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ფინალში 4 გოლი შეაგდე. რაოდენ დიდი საჩუქარი იყო ჩვენი სპორტის მომავლის ყურება.ასევე არ შემიძლია, მაროკოს ნაკრებს შესანიშნავი გამოსვლა არ მივულოცო. აფრიკის ბრწყინვალების ხილვა დიდებულია.
არგენტინას ვულოცავ! დიეგო ახლა ნამდვილად იღიმის.”

აქვე გეტყვით, რომ “ალბისელესტემ” ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი