მანჩესტერ იუნაიტედი დე ხეასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ განიხილავს - ინფორმაციას ინგლისური გამოცემები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" გასულ ზაფხულს, დე ხეას მთავარ შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს მოიზარებდნენ და ქართველი მეკარის დამატებაზე აქტიურად მუშაობდნენ, როგორც მაშინ იწერებოდა, 21 წლის ქართველი მეკარის დამატება მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისშიც სურდათ, თუმცა სწორედ ამ პერიოდში, ვალენსიამ გიორგის შენარჩუნება მოახერხა და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.
გარდა ამისა, მაშინ იწერებოდა, რომ ვალენსია გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ იუნაიტედისგან 20-30 მილიონ ევრომდე თანხის მიღებას გეგმავდა, ასე რომ, გამორიცხული არ არის დე ხეას გაშვების შემთხვევაში, ინგლისური გრანდი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს მიუბრუნდეს.