BREAKING: კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის რეალში ბრუნდება? » სპორტის ხაზი

BREAKING: კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის რეალში ბრუნდება?

BREAKING: კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის რეალში ბრუნდება?
16-12-2022, 04:02
Aa Aa
გაზიარება:

ყველასათვის ცნობილი გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალში" შესაძლოა დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მოკვეთეს და ის ახალი კლუბის ძიებაში გახლავთ, ძალიან ბევრი იწერება საუდის არაბულ კლუბ "ალ-ნასრის" შესახებ, რომელიც პორტუგალიელ ვარსკვლავს წელიწადში 200-მილიონიან კონტრატქს სთავაზობს.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კრიშტიანუს პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში მაროკოს ნაკრებთან მინიმალური სხვაობით, 1-0, დამარცხდა, რის შემდეგაც რონალდუმ ვარჯიში მადრიდის "რეალის" ბაზაზე დაიწყო. კრიშტიანუს მიზანი არის, რომ ეთამაშა, კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.

37 წლის რონალდუ მადრიდის "რეალში" თავდაპირველადაც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადმობარგდა და "სამეფო კლუბში" 2009-2018 წლებში იასპარეზა, შემდეგ კი კარიერა ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი