დიდიე დეშამმა მაროკოსთან გამარჯვებისა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შემდგომ მედიასთან ისაუბრა.
"უკვე ერთი თვეა, რაც ფეხბურთელებთან ვარ. უბრალოდ არ ხდება. მაგრამ ჩვენ ახლა ბედნიერები ვართ. წარმატება ჩემი ფეხბურთელებისთვის ყველაფერს ნიშნავს.კვირას ტიტულოსთვის ვიბრძოლებთ.
უნდა ისიამოვნოთ ყოველი მომენტის, დღის შემდეგ იმისთვის, ნამდვილად დააფასოთ ის ყველაფერი რისთვისაც ვიბრძოდით.ოთხ დღეში მსოფლიო თასისთვის ვითამაშებთ.
ახლა ამ შედეგით დავტკბებით და შემდეგ მოვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩისთვის" - განაცხადა დეშამმა.
აქვე გეტყვით, რომ ფრანგები 21-ე საუკუნეში მუნდიალების ფინალში მესამედ ითამაშებენ.