მსოფლიოს 2022-ის ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდგომ "მამლების" დამრიგებელმა მედიასთან ისაუბრა:
„დიდებული მატჩი იყო, ძალიან კარგ ინგლისის ნაკრებთან ვითამაშეთ, ათლეტურები და ტექნიკურები არიან, თუმცა მათ სათანადო წინააღმდეგობა გავუწიეთ ბრწყინვალეა, რომ საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოვხვდით. მიზანს მონდომებით და გულით მივაღწიეთ.
მაროკოს ნაკრებმა პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა. მაროკოსთან შეხვედრისთვის ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“.
საფრანგეთისა და მაროკოს მატჩი 14 დეკემბერს 23:00-ზე გაიმართება.