"ის ესპანელი 2023 წელს წააგებს" | ინგუში ილია თოფურიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ის ესპანელი 2023 წელს წააგებს" | ინგუში ილია თოფურიაზე საუბრობს

"ის ესპანელი 2023 წელს წააგებს" | ინგუში ილია თოფურიაზე საუბრობს
14-12-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ინგუში მებრძოლი მოვსარ ევლოევი სოციალურ ქსელში ქართველი სპორტსმენის, ილია თოფურიას ბრაის მიტჩელთან გამარჯვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ 2023 წლის ბოლოს, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქამრის მთავარი პრეტენდენტი თავადვე იქნება.

"მოინიშნეთ ჩემი სიტყვები და დაიმახსოვრეთ: 2023 წლის ბოლოს, დივიზიონის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი მე ვიქნები, ის ესპანელი კი პირველად წააგებს.
" - დაწერა მოსარ ევლოევმა.

შეგახსენებთ, რომ იქამდე, სანამ თოფურია მიტჩელს დაამარცხებდა, მანამდე ევლოევი ილიას წაგების შემთხვევაში, ქუჩაში ცემით დაემუქრა. თუმცა, თოფურიას გამარჯვების შემდეგ, დიდი ალბათობით, მოსარისთვის ილიასთან ოქტაგონზე გამოჩენის სურვილი გაიზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.