ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში | ქართველი ტურინულ კლუბში გადადის? » სპორტის ხაზი

ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში | ქართველი ტურინულ კლუბში გადადის?

ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში | ქართველი ტურინულ კლუბში გადადის?
11-12-2022, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების შემტევის, ზურიკო დავითაშვილის ბორდოში ნაჩვენებ სათამაშო ხარისხს ეხმაურება იტალიის ჩემპიონატის გულშემატკივართა საიტი - CORRIEREGRANATA.IT, რომელიც ტორინოს ხელმძღვანელობას ურჩევს, რომ ქართველი ფეხბურთელი შეიძინონ და შეტევა სწორედ ამ კუთხით განავითარონ:

"ყველამ კარგად იცის, თუ რამხელა გავლენა იქონია ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის წარმატებაზე, ის სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა და სიურპრიზია. სწორედ ასეთივე შეიძლება იყოს მისი თანამემამულე ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც ძალუძს, რომ ტორინოს მთავარი მწვრთნელის საჭადრაკო დაფის მარჯვენა შემტევის როლი მოირგოს."

[b]"ზურიკო დავითაშვილს კვარაცხელიას მსგავსად შეუძლია მეტოქის ნახევარზე მომენტების გამწვავება. ასევე, მას მეტოქის მოტყუება და დარტყმაც მშვენივრად გამოსდის. იმის გათვალისწინებით, რომ მისი საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 2 მილიონია, ეს ფასი ტორინოს ფინანსურ შესაძლებლობებს ნამდვილად შეესაბამება. ზურიკო დავითაშვილი ისეთი საფეხბურთო თვისებების მქონე ფეხბურთელია, რომელთა კარგ მწვრთნელთან ინტეგრაციის პირობებში, მას ბრწყინვალე მოთამაშედ ჩამოყალიბების შანსი აქვს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი