La Repubblica : "კრისტიანო ჯუნტოლი კვარას აგენტებს ვახშამზე შეხვდა და მათთან..." » სპორტის ხაზი

La Repubblica : "კრისტიანო ჯუნტოლი კვარას აგენტებს ვახშამზე შეხვდა და მათთან..."

La Repubblica : "კრისტიანო ჯუნტოლი კვარას აგენტებს ვახშამზე შეხვდა და მათთან..."
11-12-2022, 15:16
Aa Aa
გაზიარება:

La Repubblica-ს ცნობით, ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კვარას აგენტებს ვახშამზე შეხვდა და მათთან კონტრაქტის შესახებ ილაპარაკა.

წყაროს თანახმად, 'ნაპოლი' მზადაა ხვიჩას ხელფასი, რომელიც ამჟამად სეზონში 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, გაზარდოს, რათა ქართველი ფეხბურთელის ზაფხულში სხვა კლუბში გადასვლის შანსი შეამციროს - მოგეხსენებათ კვარას მიმართ ინტერესი მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე გაზრდილია. ამგვარად, ნაპოლი ხელფასის მომატებით და კონტრაქტის 1 წლით განახლებით ეცდება მის შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის დაზიანება მოირჩინა და წინა ტესტ-მატჩში 'ანტალიასპორთანაც' ითამაშა, თუმცა იმ შეხვედრაში საგოლე მოქმედების შესრულება ვერ მოახერხა. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის პირველ ნაწილში ნაპოლის მაისურით 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი