მოგეხსენებათ, მსოფლიოს 2022 წლის ჩენპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ბრაზილია ხორვატიას დაუპირისპირდა, ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, დამატებითში კი გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. თერთმეტმეტრიანთა სერიაში კი უკეთესი ხორვატია გამოდგა
ბრაზილიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი დამატებით დროში ნეიმარმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლით იგი ბრაზილიის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში პელეს გაუთანაბრდა.ორივე მათგანს 77-77 გოლი აქვთ გატანილი.
იმ შემთხვევაში თუ ნეიმარი სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს და კიდევ ერთ გოლს გაიტანს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 77 ბურთი ნეიმარმა 124 მატჩში გაიტანა, პელემ კი - 92.