მას შემდეგ რაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები თერთმეტმეტრიანთა სერიაში ხორვატიასთან დამარცხა, მათმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ გადაწყვიტა აღნიშნული თანამდებობა დაეტოვებინა.
"მტკივნეული მარცხია. ეს ციკლი დასრულდა. ახლა შესრულებული სამუშაოს შეფასება არ შემიძლია. ამას შემდეგ გავაკეთებ"- განაცხადა "სელესაოს" ყოფილმა დამრიგებელმა.
ტიტემ ბრაზილიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 81 მატჩიდან 60 მოიგო და 2019 წელს ამერიკის თასს დაეუფლა.