ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ყაზანის რუბინის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რასაც რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომან შიროკოვი გამოეხმაურა და საკმაოდ სკანდალური განცხადებაც გააკეთა:
"იქამდე, სანამ ჩემპიონატი პაუზას აიღებს 2 ტური რჩება და არ მესმის, თუ რატომ მოისურვა სლუცკიმ თანამდებობის მაინცდამაინც ახლა დატოვება. ზოგადად, ლეონიდი ევროპული და ოპოზიციური ღირებულებების კაცია და შესაძლოა, რომ რუსული ბინძური ფული ყელში ამოუვიდა. ვფიქრობ, რაც ახლა მსოფლიოში ხდება მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს." - შიროკოვი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლეონიდ სლუცკისთან 3 სეზონის განმავლობაში თანამშრომლობდა.